kids.ge logo

ვაჟა-ფშაველას ნაამბობი

ფავორიტებში დამატება
ვინ დამიბედა გზები პოტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო!
ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას!
ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან
გამიჯნურება მჩვევია ლექსად?
მეგობრობა არ მიგლოვი
და არც მოლექსე მყავს წინაპარი,
მე ზღაპარი თუ გამიგონია,
ბაბუჩემის თქმული ზღაპარი,
და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.
მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიდაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამინად!
მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში
და უცოდველი სისხლი მადინა,
სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი
და მწვერვალები გადინადირა.
მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,
შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.
ბაბუჩემმა ბუნების კარი
გამიღო ოხვრით და სიმძიმილით
და შთამაგონა, რომ ლექსი არის
კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.
მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,
რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,
მან შემაყვარა ბუნების ცრემლი
და სალამურიც მან შემაყვარა.
სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,
მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.
ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი
და განათა ჩემი კაცობა
და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს
მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.
ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა
ვერ გამიყუჩა ჭაბუკს ირა,
და ჩემი გულის გმირული კვნესა
მარტოდენ ლექსმა გაიზირა.
მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,
როცა გულს გაჰკრავს ცივი ნივი,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
და ლექსი თვითონ ტკივილი არი.
და რადგან მერგო ვიყო პოტი ―
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, ―
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....ასპინძა1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარ...დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026