kids.ge logo

მშვენიერას ქართველას

ფავორიტებში დამატება
ახ, თულის ჩინო, შენ ჩუნო ქალო,
ქალო ქართულავ, ეშხის ანთებავ,
დაანთე აგრე სურვილი, მნათო,
სიყურულისა გამღვიძებელავ.

ბა ვით, ქალო, არ მღელდე გლახ გულს
დეს შენ ასე წარმამიდგები? -
ბა შენზედა მაგ შუნებას სრულს
რომ ვხედავ ხოლმე, სულ გავხელდები.

როს ვხედავ შავსა მბზინვარეს დალალს,
როს განცისკრულს მკერდს დადინება,
მაშინ მას ვყნოსავ, მაგრამ ვთქამ ვით ალს
და ცით ვით ტრფობა დამებურვა.

თვალნი მოშავნი,მოჟუჟუნარნი
მომკვლენ თვის წინა გაკითხავნი,
ეგ ფუჩქვნილ ბაგე ტკბილ მობარნი
დამიდნობს გრძნობას სულზე ძღიმავნი.

პირბადრსა შენსა და ტანს ნაგებსა
მონარნარ ნაზსა ვერტფილები,
წელსა დიახ წვრილს, წამს გულთ მტანებსა,
ეჭველადა შევემსხვერლები.

ვგონებ ხატება რაფაილს შენი
ხატავს ედემს ყვავილებთ შორის,
როს კარს გამოხვალ უკუდაებრ მდენი,
ვითა გადმოგვცემ სიცოცხლეს შორით...

1821-სა წელსა.
აგვისტოს..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეჯლიშიგანაცვიფროს წამსა შევხვდი მფრინავსა, წინათ სული გრძნობდა ვნახე, სინაძეს, ვსასწაულობ მას დღეს მარად, მფრინ...კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება) «აგერ საგულოვნო, რა მზე ამოელვარდება! ანუ საასპარეზო დღე, ვითარ მოებზადე...მოწვევაჩემო სიცოცხლევ და კვალად მარადა. ეგ შენი სახე ვით დავივიწყო, რომ სადაცა ვარ, ყოველთვის თანმდევს? ვის შევა...შორიდგანსოფელმან მიმაგდო ყარიბობასა, გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა? სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ, ვისულ...მოხუცებული ყმაწვილკაცსრას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ? ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026