kids.ge logo

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად

ფავორიტებში დამატება
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნობა?

მას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიმეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადობი?

წყელიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვილიმიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის, მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის, ოდეს იგი ენითა სასუფევლის უა...ძია გ...სთანძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი, წაგართო ავის ენისა გესლმან; სატრფონი მისნი შემოგარენი გარდახვეწილსა დაგიხშო ......ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიხმა საკრავისა, ნელ ნარნარისა, სულს განახარებს; და მშვენიერის ენა ამიშლის გულისა ჭირებს! ვჭვრეტდი ლამაზსა,...რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვი...ბულბული ვარდზედბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი: „ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი, მაღირსე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026