kids.ge logo

ქართვლის დედას

ფავორიტებში დამატება
აწმყო, შობილი წარსულისაგან,
რის მშობელი მომავალისა.
ლეიბნიცი.


ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
წინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
მხნება, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
შთაგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
სე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
კან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...ბედნიერი ერიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივა...სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...მტკვრის პირასკვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას, კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით შ...ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026