kids.ge logo

დედა და პოეტი

ფავორიტებში დამატება
მე ვიცი, ჩემში ორი ქალია _
ერთი ლექსებს წერს, მერე არა.
მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია,
მერე _ გულში რა ნაღველს მალავს.
ერთი ადგება დილაადრიან,
მერე _ ღამით სულ არ იძინებს...
ერთს რომ სახეზე განთიდი აქვს,
მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.
ერთი არასდროს არ კვნესის ბედზე,
მყუდრო ოჯახის უღელს შება;
მერე მუდამ ვიღაცას ეძებს,
შუა ქალაქში ნიშნავს პამანს.
ერთს კალთა მუდამ ლხენით ევსება
და ქვეყნის წილ მზეს
თვითონ იხვედრებს.
მერე ამბობს: რა გელექსება,
ბავშვი ტირის და აკვანს მიხედე.
და ასე მუდამ: არის ჭიდილი
სასრულო და დასაბამო,
გაფერულდა, როგორც მისჯილი,
ყველა დილა და ყველა საღამო.
კმარა, გეყოფათ, ნუღარ მაწამებთ,
ჩემი ცხოვრება დავას უნდება,
შვილებს ვაფიცებ, დედას ვაწყნარებ,
მერე პოტი გამებუტება.
და წლები ასე უბრად მიდიან,
გზა, დასახსნელი, ვერსაით ვპოვე,
რომელი დავთმო, ვერ გამიგია,
ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?
დედა ხარ? შენ წინ ჩემს სულს ავანთებ,
მე შენს კერასთან ვსუნთქავ და ვხარობ,
პოეტს რა ვუყო, ღამეგანათევს,
ჩემი ლექსის და სიცოცხლის წყაროს.
ამ ფიქრს უთქვენოდ, არსად უვლია,
რა ვქნა, ვერც ერთი თუ ვერ გაგწირეთ,
მე ერთი ქალის ციცქნა გული მაქვს,
რივეს ტოლად გაგინაწილეთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვის რა უყვარს- დათუნიას თაფლი მოსწონს და ტყე-ღრეში დანდალი. - ფისუნიას რაღა უყვარს? აბა მითხარ მართალი? - ჭყინტი ყველი...ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026