kids.ge logo

ოღონდ შენ გამიღიმე

ფავორიტებში დამატება
ღონდ შენ გამიღიმე და,
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.
ღონდაც ისე გამათბე,
წუთი არ მქონდეს ერთფერი,
გულს სანთელივით ავანთებ
და შენთვის დავიფერფლები.
დიდხანს გეძიე,
გიპოვე,
ჩემო ფიქრო და ოცნებავ,
ახლა ამ ლექსის სტრიქონებს
შენს სულში უნდა მოძებნა.
თურმე რა ახლოს ყოფილხარ
ჩემდა გულგასახარადა:
`ირემო, მთასა მყვირალო~,
შენთვის ჩამოველ ბარადა.
ღონდ შენ გამიღიმე და
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის კაბაზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...მკითხავი ქალიმკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი, ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი. ჩემს მორჩილებას, დაუფლე...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026