kids.ge logo

გამტყორცა სოფელმა

ფავორიტებში დამატება
გამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა;
დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად!
რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი;
სიცოცხლეს ღა ვჰპოებ ძნელად და ძნელად!

ვინ ჰპოვა სოფლისგან ბედნირება?
ვინცა სცნობს წყეულსა, - დაეკრძალება!
ნუგეშოს მართებს მართლად ვაბა,
სტიროდეს და რბოდეს ველად და ველად!

მიჯნურთაგან რა გსურს, წუთი-სოფელო,
ყოველთა მოლექსეთ დამდუმებელო?
ჩემებრ ბედ-წარსრულზედ გინდ ისახელო?!
დამსვი გულ-მდუღარედ, მწველად და მწველად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...როს განვიცადე ბედკრულმანროს განვიცადე ბედკრულმან, გულის საკვდავად, დარია, - ცნობა მიმხადა მთიებმან, სურვილმან მისმან დარია. ვერ ე...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026