kids.ge logo

სტვენს ბულბული

ფავორიტებში დამატება
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მემედა;
კოცნა ვეღარ გაბედა
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ტყვის: "ვარდო, შენი სახე
დეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:
უმზებით დამალა;
ბულბულს სული გაცალა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო არა,
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო არალ
ხმა დამთვრალო არა,
მასობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...მარად შენ მიმაჩნდემარად შენ მიმაჩნდე ჩემს დამფარველად! მუნითა ვარდს მიფენ, ვით ამბარებით. ვიცი დღენი მიხსენი შენს დამსახმელ...აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026