kids.ge logo

შევკრთი, როს ვნახე

ფავორიტებში დამატება
შევკრთი, როს ვნახე წალკოტს მსხდომარე,
სად ვარდი შლილა და შვენის არე,
სხივთ მოფენილნი უცხოთ ზდილობენ.
დავბრუნდი ჭმუნვით, დავშთი მგლომარე.

მთიბო, შენ გიშრის თვალსადა,
კეკლუცთა მიმოსვლა სადა,
ტკბილად უბნობა სადა;
ვით მიუცი-ვარ წვასადა!

თმენით მტანჯვენ, თუცა მდაგვენ, ვით მე მალხენენ.
მსურს, მინდა ვაქო, მუდამ ბულბული,
შეყრობით ვარდთან ხმით დადაგული,
ჰყეფს გადაგებით, შლით ვერ ნახული;
ღამე მკლავს ოხვრა, დღენი აქვს მწარე.

ნარგიზნი ჰგრძნობენ, - ვარდის ქებითა
სამან ოხრავს მწუხარებითა;
ზამბახნი შლილან გარსა კრებითა.
მეც ან მიმსურნე, ან გამატარე!

რადგან შევიქენ, მონა ვარ მარად,
მიმართებს მოვსთქვა ლექსი ამ გვარად:
ესდენი ტანჯვა მაკმარე მწყნარად,
ბესიკი ერთ მცირედს მეც დამადარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...მოით მიჯნურნომოით, მიჯნურნო მსოფლიურნო, ვინ ხართ დაგულნი! ისმინეი, ჩემნი ჭირნი მკვლელნი, რა გვარად ჰრთულნი! აწ მნახეთ ...ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026