kids.ge logo

შეყრილან ერთად მკრთოლვარენი

ფავორიტებში დამატება
შეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი,
ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი,
ლალნი, შემცველნი მარგალიტთა, მკვლელ ეშყნი მათნი,
ფშვიან სუმბულთა, სუნნელება მჰსგავს კასიათნი.
ვაჲ, აწ ვსცან ამ სოფლის საქმენი და ხასიათნი!

განვჰკრთი, რა ვნახე, რომელს მდიდრად ჰშვენიან თალხნი,
მისთვის შეცავ აწ სევდასა, მაქვს სულთქმა-ახნი!
მას ვევედრები: ვებრალოდე, მცეს მუფარახნი!
ესრეთ განვსრულ-ვარ, განვაკვირვნი პირველნი მნახნი!
მოდით მის ხმობად ყოვლნი ბრძენნი ხმელთა და ზღვათნი!

ვეტრფი სურვილით, ვის შვიდნივე არა ჰყავს სწორნი!
დეს ვიხილე, მყის გაცუდნეს მნათობნი ორნი!
ჰხამს, გეწყალვოდეთ, ვისცა გესმნესთ, ახლო და შორნი!
მად ვსტირ, მისნი ვერა რა ვჰსცან საქმენი სწორნი!
მისოდ მყოფსა აწ მომძულდეს მიდამო სრათნი!

მოი, მთვარეო, შემიბრალე, სახმილს ვჰზი მწველსა!
წყლავს ყელსა ესდენ, ჰკლავს სიშორე შმაგსა და ხელსა!
ცნობა მიმეღო, ვეღარ შლენ გჭვრეტ, ტრფიალთ ნათელსა!
ვჰსწყევ ეტლსა ჩემსა: მარად მიმცა მახვილს მწველ-მჭრელსა!
საჯე, მუშთარო, მსწრაფლ მესივნეს მისნი ჯალათნი!

ჰე საწუთროო! რად ჩამაგდე ესოდენ ჭირსა!
დატყვევდა გული, მოუთმენლად ნიდაგ ტირსა.
ვერ ვჰპოვე შემწე, მან ნუგეშს-მჰცეს სიცოცხლეს მწირსა;
მად მივეცი დაუცდელად სულთქმასა ხშირსა!
ჰოი, უწყალოვ, გაქვს ქცევანი ცუდნი და ხლათნი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026