kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

აპრილია, აპრილი
თეთრი ფიფქი გვათოვს
და ფარფატი პეპლების
ყველას კარგად გვახსოვს.

ვის არ ხიბლავს ეზოში
ყვავილების ღიღინი;
ერთობიან, ხალისობენ
ყველა ერთად იცინის.

ხის კვირტებიც გამოსულა,
თვალს ჩაგვიკრავს ლურჯი ია,
გაზაფხული, გაზაფხული,
ყვავილების მეჯლისია.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026