kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაშაქრნენ მტევნები,
ღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
- სიტკბობაც აქ არი!
- სიხარულიც აქ არი!
- ბიჭო, მარდად დაჰკარი!
- ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
ჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
- ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...
„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „შემოდგომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026