kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაშაქრნენ მტევნები,
ღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
- სიტკბობაც აქ არი!
- სიხარულიც აქ არი!
- ბიჭო, მარდად დაჰკარი!
- ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
ჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
- ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...დასვენების დღევდგავარ და ვხედავ, როგორ თენდება ეს დღე — მთისა და ბარის ზეიმით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდება მისი უბად...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...
„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „შემოდგომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026