kids.ge logo

მამიკოს ბიჭი

ფავორიტებში დამატება

დილიადრიან დედიკო
ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს.
მასობაში, ვვარჯიშობ,
მკლავებზე კუნთებს ვისინჯავ.
მჯერა, რომ მამიკოსავით
მეც კუნთმაგარი გავხდები,
მიტომ გირებს ვეწევი,-
გართობისათვის არ ვცდები.
მამასთან ერთად ვკაჟდები,
ზოს გარს ვურბენთ ძუნძულით.
მეზობლებს მეტად ახარებთ
ჩვენი ვარჯიში გუნდური.
ბაგირზე ვცოცავთ ორივე,
უზში ვხტებით თავურით,
ვთამაშობთ ფეხბურთს, კალათბურთს
სტვენით და აურზარით.
როდესაც სახლში ვბრუნდებით
ვტრაბახობთ მორიგებით:
უბნის გოგოებს დამცველად
მარტო ჩვენ ორნიც ვეყოფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზაფხულიეს რა მალე დამთავრდა მხიარული ზაფხული?.. მოდი, ყველას მოვუყვეთ ვინ სად იყო წასული. ზოგი მთაში გახლდათ და ...როცა დედა მოვარახანია ბავშვთა სახლში ეს სურათი მეორდება: ფანჯარასთან მიდის ლელა და გამვლელებს აკვირდება. არც თამაშობს, ...გასაფერადებელი ლექსიშინდი _ შინდსფერია, ზღვაა _ ლაჟვარდისფერი, ბალახს მწვანე ფერი აქვს, ცის ფერია - ცისფერი. სამყაროში თავისი...საბავშვო ბაღთან დამშვიდობებაბავშვები და მშობლები ბაღში ერთად მოვედით, გვინდა დავიმახსოვროთ ამ დღის ყველა მომენტი. ძველ ოინებს ვახსენე...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026