kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება
ველში ია ამოვიდა,
მიხედა, მოხედა,
-მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.

ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
ის გულზე დაეპკურა.

გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამზე მოფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.

კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა,
ცივწინწკლება-ქაფიანსა.

და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026