kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეჯიბრინოდარიკოს და მაიკოს აქვთ კამათი და დავა. ამ ზაფხულს დასასვენებლად ვინ სად და როდის წავა. მაიკომ უთხრა: - ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026