kids.ge logo

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ფავორიტებში დამატება
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არელი
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარელი
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ასპინძა1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026