kids.ge logo

სექტემბერი რას მღერის

ფავორიტებში დამატება
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზირევი
ცოდნის ოქრო ზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
სე წკრიალ-წკრიალით,
სე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდნენ ფრილით
ფრთაშესხმული ფრიდი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...ჩურჩხელა-როგორ ვჭამო ჩურჩხელა, მაგარია ქვასავით... -შენ მაგაზე ნუ ღელავ, მე შევჭამ და გასწავლი....ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...ასოხატულა კუნწულებიარჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! ბილიკ-ბილიკ ბუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026