kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
რემარე მესხვაფერა! -
სასობამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნარი ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად “ტია, ტიას!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...მუშურიყანაო, მუშის სამოთხევ, გლეხის დიდებავ, ყანაო! ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო; დილის ნიავმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026