kids.ge logo

ნაბია და წკიპა

ფავორიტებში დამატება
ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?
ვაშლის ქურდი დედის კალთას
მოკარ, როგორც ტკიპა.
-შე ნაბიავ, მერე მაგას
ვინა მალავს, ვინა ჩქმალავს!
თუ მარეა, შენ კი ჩემზე
ცოტა რამე მოგიპარავს?!
-აბა როდის? -აი გუშინ,
თუნდა ვკითხოთ, ეგე, ჯიბოს,
შერცხვენილი ის გამოდგეს,
ტყულები ვინც ჩაჯიბოს!

-რაო, რაო?! რადა ცრუობ,
შე ბაბრიავ, შე ნაგაზა!
ფელამუშის კოვზი ცხვირში
დედამ მაშ ვის უთავაზა?
-წიტებს ვლოკდი!-ჰოდა რადგან
ვეღარაფრით დაგიკა,
მსუნაგსა და ავმუცელას
ციცხვიც მიტომ გაგალოკა.

-ბიჭო, მერე, განა ამას
შენ ეძახი ქურდობასა?!
შე მუდრეგო, აღარ გახსოვს:
საწნახელში ყურძნობისა
ტკბილის ნაცვლად ჩაფუნიდან
ვინა ყლაპა ჩუმად დურდო?
ვინ გათათხეს? მე თუ წკიპა?
ავყიავ და მართლა ქურდო!
-აბა როდის? აბა როდის?
ტყუანს მოსტყდეს მართლა ენა;
ცილს რომ მწამებ უნამუსოდ,
სეც შენა, ესეც შენა!

ორ პაწია მებრძოლს შორის
დატრიალდა ჩხუბის ჯარა;
ტკბილ ღიმილით გაშველება
სევ ბებომ დააჩქარა:
იწია კაბის კალთა,
ხელი ჯიბეს დაისწორა,
მოღო წყვილი ვაშლი
და ცალ-ცალკე გაგორა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...საყვედურიფისო ფისოს ეუბნება: - არ გრცხვენია, ძამიაო, სათაგურში დაჭერილი თაგვი შეგიჭამიაო?!...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026