kids.ge logo

პაწია მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოლერსე;
ნეტავი რა დაგიშავე,
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!

სიყვარულით, სიხარულით
მთები, ზღვები გადმოვლესე,
სანამ შენთან მოვიდოდი,
ერთხელაც არ დავიკვნესე.

შორით თვალებს გიკოცნიდი,
ცის ლაჟვარდში ვსრილებდი,
ვჭიკჭიკებდი, შეგამკობდი,
სულ შენ შემოგტრფილებდი.

ცხრა-მთა გზიდან მომავალი,
მოქანცული, მოღალული,
დაბლა-დაბლა ვეშვებოდი,
შენ გეძებდა ჩემი გული.

ი, მოველ, დაგინახე,
გულში ია-ვარდი ვთესე,
ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად,
ხმები გავიკეთესე.

გეფიცები და-ძმობასა,
მხოლოდ ეხლა დავიკვნესე:
არ გრცხვენია, უმიზეზოდ
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...მერცხალიმერცხალო, მახარობელო კეკლუცი გაზაფხულისა, მორბედო ია-ვარდისა, გამხარებელო გულისა! შენ გენაცვალე, ფრთაცქვი...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026