kids.ge logo

ჩიტი და ილა

ფავორიტებში დამატება
პატარა ილამ ეზოში
ბევრი იცელქა დილითა;
გამოაყრუა მიდამო
გამხმარი ლელის სტვირითა.

შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,
გაჰკურცხლა, გაჯირითა;
ბაღჩას მიმართა, რომ პირი
ჩაიტკბარუნოს ხილითა.

მწიფე ბალ-თუთას ღიღინით
ჩანავარდა შუში;
ნახა იქ ჩიტი გაბმული
ფრთა-კისრით ცხენის ძუში.

გამოხსნა გულისფანცქალით
მალხაზი ჩიტი, ცქრილა;
ძაფი მობა ფეხზედა
და მაღლა შეაფრთხილა.

ხან ძირს დაუშვა, ხან შესვა
პაწია ხომანდულზედა;
დაკოცნა, მისათუთა
და მიხუტა გულზედა.

გამასპინძლდა ხართუთით
ბლის ტოტს აწვდიდა მთლინად,
მაგრამ რა ნახა მოწყენით,
ჩიტს უთხრა ალერსინად:

„იქნება ნაღვლობ დედაზე?
დედა მეც მიყვარს ძალიან...
აქ მოსასვლელად, ვინ იცის,
არც დრო აქვს, არცა სცალიან...

ჰა, გაფრინდი ბინაზე,
დედა შენ ნახე თავადა,
თორემ დაგიწყებს ლოდინსა
ჯავრით გახდება ავადა“.

თხრა და ფეხი გაუხსნა,
ჩიტი აივსო ლხენითა;
წავიდა, როგორც ნივი,
დედისკენ ჭიკჭიკ-სტვენითა.

შორს გაყოლა ჩირას
თვალი პატარა ილიამ...
მადლობა უთხრეს გულკეთილს
როგორც მზემ, ისე დილამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026