kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?
გამოდი, გამომზიგულდი,
რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!

შეხედე დათოვლის სერებს:
ყელები უგავთ სურასა;
ზამთარი მხოლოდ აშინებს
ლაჩარს და ბუტუსურასა!

შენ ხომ არც ერთი არა ხარ,
მაშ ნუღარ დაიგვინებ,
თუ გუნდაბას ვერ შეძლებ,
პირს მაინც გაიმზინებ.

-მოვდივარ, შენი ჭირიმე,
ციგით და თხილამურებით,
მეც მიყვარს თვალის დატკბობა
ჯანსაღი თოვლის ყურებით!

ნახე, როგორი ბიჭი ვარ,
ციგას რომ გავასრილებ!
ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად,
ხან თოვლში გაკოტრილებ!

თუ გამეჯიბრე გუნდაში,-
სე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026