kids.ge logo

მალე ფერგადაშლილი

ფავორიტებში დამატება
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰამლეტის ქნარიამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია, წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია! ტკბილი ნანა სულს ...განახლდა გულიგანახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე... გზა დამილოცე, შავო ბურუსო, წყეულო ღამ...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...ეფემერაცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026