kids.ge logo

მალე ფერგადაშლილი

ფავორიტებში დამატება
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისშიმოდის ახალი წელი, თოვლით მოსილი ღამე, მიწას ედება ცელი - ფანტასტიური რამე... ღამით ფერდობებს ფიქრის ესხა ...მივალ, გადავკოცნიმივალ, გადავკოცნი ჩემსა მთვარესა, სიტყვებს გადავტყორცნი მწარე-მწარესა. გიშრის კაკანათებს ნუ ჰფენ ქარებსა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026