kids.ge logo

მე და ღამე

ფავორიტებში დამატება
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ ისამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
სე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
სადუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
სე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან სადუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უმესი,
სადუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნაზი ოხვრა და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
ცის ჩემი სადუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
ცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალიბით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026