kids.ge logo

ალვები თოვლში

ფავორიტებში დამატება
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრილებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირბადე
და უცნობ რამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიდამდე.
დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ელერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...ნუგეშიარის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში, ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი: შევიდე უცხო სიმსუბუქეში, გამომყვეს ლურჯა ცხე...ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...ი.ა.ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით. და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურ...რა ცაა!შეხედე, რა ცაა! - ეს არის, რაცაა! შეხედე, ამ მხარეს! - ზღვით დილა გვახარებს! შეხედე, რა ზღვაა! ო, ეს ზღვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026