kids.ge logo

თოვლი

ფავორიტებში დამატება
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
დაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
ანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
ღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
ელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
მიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავიმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა ...მამულიცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრ...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026