kids.ge logo

წამყე ბეთანიისაკენ!

ფავორიტებში დამატება
წამყე ბეთანისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
ყო ორბელინების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, ისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
ყო ორბელინების
და ირაკლის სამოსახლო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...მატარებელშიმთები აჭრელდა როგორც ჟირაფი, მატარებელი მიჰქრის ბინდებად, ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შე...ჩვენ, პოეტები საქართველოსიგულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი...ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...მღვრიე ქარითოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026