kids.ge logo

ლეგენდად დარჩეს!

ფავორიტებში დამატება
გალაქტინი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
ხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტინი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
კადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! - შეშლილივით აყვირებულა გალაქტინი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პალოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
რამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეტეხის კლდეში სწერიამეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მო...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...ვშლი ვფურცლავ...ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს (აქ პოეზია ნაირნარობს!) მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა (აქ პოეზია აბრეშუმს გ...გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026