kids.ge logo

ზღვაო, აღელდი, აღელდი!

ფავორიტებში დამატება
ზღვაო, აღელდი, აღელდი,
ქარტეხილს დამორჩილე!
ამთაგორე ტალღები,
კიდეებს გადაცილე!

მარგალიტების სალარო
შენი უფსკრული გულია,
მყუდრობის დროს ის განძი
ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,
გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი
შენ შემკვრელს არემარესა.

პოტო! ნურც შენ ეკრძალვი
მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი
და სიბნელის დროს ელვასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026