kids.ge logo

საზიარო ნაკვეთი

ფავორიტებში დამატება

ციყვი ციკო, თაგვი თენგო
და კურდღელი ამბაკო,
შეიკრიბნენ მუხის ძირას,
რომ მოლაპარაკონ.

საზიროდ შეძინეს
თურმე, მიწის ნაკვეთი,
მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტეს,
ერთად რა გაკეთონ.

ამბაკომ თქვა: - ყველაფერს სჯობს,
კომბოსტო რომ დავრგოთო.
მოსავალიც ბევრი იცის
და თან არის სარგოცო!

თენგო ამბობს: - ვის სჭირდება
ეგ კომბოსტოს თავები?
შენც ხომ იცი, მაგას არ ვჭამთ
ციყვები და თაგვები.

სჯობია, რომ მოვიყვანოთ
სიმინდი და ხორბალი.
კომბოსტოზე საჭირო და
სასარგებლო ხომ არის?

ციკოსაც აქვს თავის აზრი,
არც ერთს არ ეთანხმება:
- გვალვები რომ დაჭიროს,
ყველაფერი გახმება.

მერე რა ვქნათ, ზამთრისათვის
რაღა მოვიმარაგოთ?
თანაც, ყოველ გაზაფხულზე
ხელახლა რომ არ დავრგოთ,

ყოველ წელს რომ აღარ გვქონდეს
სათესი და სამკალი,
ჯობია, რომ მთელ ნაკვეთზე
გავაშენოთ კაკალი!

დავეს და იკამათეს,
საშველი კი არ ჩანდა.
მათ ლაპარაკს, თურმე, ხიდან
ყურს უგდებდა ყვანჩალა.

გადმოსძახა: - ვერ გავიგე,
საკამათო რა იყო?
ახლა ჩხუბობთ და მოსავალს
მერე როგორ გაიყოფთ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026