kids.ge logo

ქალაქი და სოფელი

ფავორიტებში დამატება
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სულ დაგვისველა ბაბთები,
სახლში შემოდი, ხათუნა,
შემოდი, ავად გახდები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სიმინდს დაულბო ფოჩები,
გადი, წვიმაში ირბინე,
ირბინე, ნანა, მორჩები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
წვიმა მოვიდა მაგარი,
სახლში შემოდი, ხათუნა,
დადნები, როგორც შაქარი!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დააფრთხო მტრედის ხუნდები,
ნანა, გამოდი ეზოში,
გაგიკაჟდება კუნთები!
რისთვის მოსულხარ, ექიმო?
მეზობლებს რისთვის გვიფეთებ?
ნანას ექიმი რად უნდა,
წადი, ხათუნას მიხედე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...ქეთინოდედიკომ და მამიკომ დამიტოვეს ქეთინო, ასე მითხრეს: - მიხედე, არაფერი ეტკინოს; არაფერი გატეხოს, არ დაკუწოს ...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...მანანა და ლალიმ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026