kids.ge logo

პოეტი

ფავორიტებში დამატება
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემობის საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.

ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.

ეს გული, სარკედ ქცელი,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩახედია;

ნაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!

თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოდებაგულო, გლახ-გულო, დაგულო! რად ერთ წერტილზე ჩერდები? როგორც სხეული, შენც ისე არ სჭკნები?... არა ჰბერდები? რ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026