kids.ge logo

დედის თვე

ფავორიტებში დამატება

მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
ით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
თას, ათას სიხარულს.

მარტის თვე ხომ დედასია,
მე ვაჩუქებ დანარჩენს,
სხივი ფერებს ჩამომაწვდის
ნახატისთვის ასარჩევს.

სიყვარულით ვაფერადებ,
ცისარტყელას, შვიდფერას,
როცა დედა ჩემთან არის
მაშინ მინდა სიმღერაც...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...ანნა მარიაზოგი ანნას მეძახის, ზოგი კიდევ - მარიას... რა ვქნა, რით ვერ ისწავლეს, მქვია ანნა მარია! მალე ექვსის გავხდ...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...ელვაელვა წამით ცისკიდურს გადაევლო ხაზებად, აგვიტირდა ნათია, ციცქნა, ცისფერთვალება: - ცა გაიჭრა ორად და ხომ არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026