kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.

ხავერდივით მწვანე ბალახს
ბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.

მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.

ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
შენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.

და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სიმღერატიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევია; არც მომკლა, არც დამარჩინა, არც სული დამალევია. გაჩენის დღესა ვიწყევ...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026