kids.ge logo

გაზაფხულის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
თეთრი კაბა ჩაუცვამს
ლუბალს და ალუჩას,
ბულბულების გალობას
დასასრული არ უჩანს.
ყოჩივარდებს, ენძელებს
მოჩითავს მთა-ბარი,
მარტი გამოპრანჭულა,
გაქცელა ზამთარი.
თამუნია მინდორში
ას ეძებს ლურჯთვალას,
ანდრო ბიჭი დილიდან
პეპლებს ითვლის, უთვალავს.
ცისარტყელის ფერებმა
ყველა გახალისა,
გაზაფხულის სიმღერა
ჩვენს ეზოშიც გაისმა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო სათხოვარითამუნია დილიდან რთავს ხასხასა ნაძვის ხეს, რიგრიგობით ათავსებს ტოტზე ბურთებს, ლალისფერს. ვერცხლისფერი რგოლ...შემოდგომის სურათები* თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგრ...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...უშგულელი თოვლის ბაბუჭრელ ხურჯინში უამრავი საჩუქრები ჩაუწყვია, უშგულელი თოვლის ბაბუ რა კეთილი, რა უხვია. თეთრ ცხენს ისე მოაგელ...დათას ნაძვის ხედათა მთელ დღეს ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ხან ფიფქებით ხალისობს, ხან ფერადი ნათურით. ეხმარება დედიკოს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026