kids.ge logo

ფისო და ლისია

ფავორიტებში დამატება
შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,
მაგიდაზე ხტუნია,
ანცი, თვალებხატულა,

დაკუნტრუშებს ეზოში,
ეს ქვეყანა მისია,
ლამბაქსა რომ ლოკავდა,
თავს წაადგა ლისია,

ლისია კუდის ქიცინით,
ჩვენი პატარა ლეკვუნა,
თეთრი,ფუმფულა, მყეფარა,
ცუგრუმელა და ცელქუნა.

მიახლოვდა, დაყნოსა,
გაგორდა ბალახ-ბულახში,
მიაუუუუ!-ფისო შეშინდა,
კანკალდა ულვაში.

ვინ მოგიყვანა ჩემს სახლში,
აქ რას აკეთებ კატაო?
ამ ჩემს ლამბაქთან რა გინდა,
მჭამელი მომემატაო?

რა ბატონო ფინიავ,
ეს ჩემი თეფში-სინია,
შენი კი,- აი ის არის,
შუზე გატეხილია.

ბა შეხედეთ!-თავხედი,
ეგ როგორ გამიბედაო?-
ძლიერ გაბრაზდა ლისიკო,-
ფისოს მოაწვა სევდაო.

ტირდა ჩვენი ციმპალი,
ცრემლით დანამა ბაღი,
კან იხევდა კრუტუნით,
როცა უღრენდა ძაღლი.

ლეკვუნას კნუტის ცრემლებმა,
ცებ მოულბეს გული,
და შეებრალა ფისუნა,
უწრიალდა სული,

დაუყვავა და დაყნოსა,
თათზე დადო თათი,
მას შემდეგ არ გამიგია,
ღრენა-კრუტუნი მათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზემ ამასწრო ადგომამზემ ამასწრო ადგომა, მიმღერს ჭიამაია, რა ლამაზი დილაა, გაიღვიძე ბაია! თვალი ძლივს გავახილე, ზმორებით და წ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026