kids.ge logo

სოფიოს ზღარბები

ფავორიტებში დამატება
მოდით უნდა მოგითხროთ,
საცარი ამბები
გჯეროდეთ სიმართლე
არ გეგონოთ ზღაპრები.

სოფოს ეზოს ბოლოში,
ბინადრობენ ზღარბები.
ტანზე ეკალ აცვიათ,
ფეხზე თხილის სანდლები.

ანცი აბეზარები
რაფრის აქვთ დარდები.
სამი შვილი ეყოლათ
ღორმუცელა, ხარბები.
ბინად ნახა ოჯახმა
მსხვილი ეკალ-ბარდები,
მწვანე სუროს ფოთლების
ჩამოჰკიდეს ფარდები.
ზოა და ზოსიმე,
ხატო, კატო , ასია,
ერთობიან თამაშით,
სეა თუ ასეა.
ძლიერ უყვართ ვაშლი, მსხალი,
ტამი და ყველა ხილი,
გურა ბაბუ გააბრაზეს,
შეჭამეს ბევრი თხილი.
დაგორავენ სხვის ბაღებში,
კისკისით და ხუმრობით,
ნელი ბებოც გაამწარეს,
მათ თავისი სტუმრობით.
სულ შესანსლეს ყველაფერი,
ბალახი თუ ბოსტნელი ,
დამრგვალდნენ და დაბუთქუნდნენ,
ატკივეს ყველას გული.

სინი კი ამაყობენ ,
ჩვენ ვართ სოფოს ზღარბები,
მეზობლებმა იმათ გამო
შეძინეს წამლები.

შემოდგომით დაწყეს,
სიცივისგან კრუსუნი,
ჩაძვრნენ სოროებში და
ღარ გვესმის ბუსუნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რეზოს კნუტებირეზოს ჰყავს სამი კნუტია: თეთრა, მჩხავანა, ბუტია, მისი წითელი ბუშტები, იმ კნუტებს დაუჩუტიათ. გაბრაზდა რეზო...უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...მკვეხარა მხატვარიიკვეხნის ბიჭი ზურაბი, არსად არ მყავსო ბადალი, ხელოვანი ვარ ნამდვილი, სასიქადულო მხატვარი. მეგობრებს, ყველ...მზე მიცქერის ფანჯრიდანმზე მიცქერის ფანჯრიდან და დაიწყო დღეო, მიღიმის, მეკითხება, ყავა დალიეო?...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026