kids.ge logo

მავნებლები

ფავორიტებში დამატება
ფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ,
მატლს დაწყო დიდი დავა,

ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი,
ჩქარა გარეთ გამოძვერი!
ეგ ვაშლის ხე, სულ ჩემია,
ნაყოფი თუ ფოთლებია,

მატლი ვაშლში განაბა,
სად წავიდე მეო აბა?

სადაც გინდა წადი ჭიავ,
ჭიშკარია შენთვის ღია.
ეს ხები და ეს ბაღი,
ცოდე, რომ სულ ჩემია.

შენ თუ მხოლოდ ერთ ვაშლს ჭამო,
მე, მთელ ბაღსა გადავჭამო.

მატლს მართლაც რომ შეშინდა,
ხოჭოს მეგობარიც ახლდა,
ისკუპა და იმათ ჩუმად,
ხის მერქნის ქვეშ გადასახლდა.

ხოჭოებმა რადგან თავი,
მარტოდ მარტო დაგულეს,
შესივნენ მწვანე ფოთლებს,
მატლი უჭამს ხეებს გულებს.

სასწალი ხდება ბაღში,
აშრიალდნენ მტირალ ხენი,
მავნებლები შესიათ,
დათვლილი აქვთ ბედშავს დღენი,

ცოდვა მადლის განკითხვაა,
ტოტებს ხრიან, მიწას დებენ,
მღრღნელები კი მუშაბენ,
თავის საქმეს აკეთებენ.

სულ გაძარცვეს ხის ფოთლები,
დაჩინეს თვისი დაღი,
ბა სად ხართ, მიეშველეთ,
ხმება, ჭკნება ჩვენი ბაღი.

სიომ ნაზმა, სამურმა,
მეცხალს ყურში უჩურჩულა,
ხოჭო-ჭია ბაღს ახმობს და,
მივეშველოთ წითელგულა.

მერე ტყისკენ გაიქროლა,
და კოდალა ნახა სიომ,
ბაღს ჭიბი შესია,
ჩქარა იქეთ წამოდიო.

იმ ადგილზე გაჩნდნენ მყისვე,
გრძელნისკარტა და მერცხალი,
გადასანსლეს მავნებლები,
მოხადეს თვისი ვალი.

ვალი ჩვენ გვაქვს, თქვეს ხეებმა,
რომ გვაშორეთ მტერი ავი,
და მადლობის ნიშნად მხსნელებს,
დახარეს დაბლა თავი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026