kids.ge logo

ნაცარა

ფავორიტებში დამატება
ღორმუცელა და ცანცარა,
ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა,
რაც ბოსტნელი გვებადა,
სულ შესანსლა და გაცალა.

სტაფილო მისკენ წაღო,
ძაღლის ყეფა რომ გაგო,
ნახეთ კურდღლისა ბაჭია,
ყვირის პატარა დაკო.

შეიშმუშნა და შეჩქვეფდა,
აძგერდა გული პაწია,
ჯერ კი ხრამუნი შეწყვიტა,
მერე ყურები ასწია,
თვალები აფახულა,
კალათი მისკენ წასწია,

ძაღლმა ყეფას რომ უმატა,
არც აცხელა და აცია,
დასტაცა თათი ნადავლს და
სირბილით ტყისკენ გასწია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026