kids.ge logo

პაწაწინა მეგობარი

ფავორიტებში დამატება
ჩემი მეგობარი,
პაწაწინა ქალი,
ძლიერ, ძლიერ მიყვარს,
ლურჯთვალება მარი.

ჩემთან მოდის ხშირად,
ოცნება აქვს ერთი,
მეგობარი იყოს,
ჩემთვის ერთადერთი,

თხოვს ფანქრებს და რვეულს,
და ყვავილებს ხატავს,
ბროწეულს და ვაშლებს,
ყურძენსა და ატამს,

არ ჩერდება გოგო,
ისმის სულ ტიტინი,
კვლავ დამიწანიო,
ყვავილთა გვირგვინი,

ბა, შენი ბეჭდები,
გამიკეთე ხელებზე,
მომიყევი ზღაპარი,
გოჭებზე და ბელებზე.

გამომიცხვე ნამცხვარი,
ჩიტის რძე და კექსი,
მიამბე რა სასწრაფოდ,
სამშობლოზე ლექსი.

ასჯერ მავარცხნინებს,
იმ ქერა დალალებს,
რაღაზე არ წუწუნებს,
რაღას არ მავალებს.

მაგრამ თქვენა გგონიათ,
მარტო თვითონ ითხოვს?
მეც ვუყვარვარ ძლიერ,
შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ბაღში აღარ მიდის,
და ჯიტობს მარი,
არ უნდა რომ დამტოვოს,
მისი მეგობარი.

დიდესი ლოდინით,
მის მოსვლასა ველი,
ჩვენ გვაშორებს მხოლოდ,
ორმოცდა ცხრა წელი,

დრო გავაქვრეთ, წავშალეთ,
ხელს ჩავკიდეთ ხელი,
მეგობრები გავხდით,
მარად განუყრელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...ბაქია მამლაყინწამოდის ჩვენი მეზღაპრე, ჩუმად მოიპარა, სასწაული ამბავი, ბავშვებს მოგვიტანა. ცხრა მთას იქეთ ყოფილა, და ცხრა ...დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...საზამთრო და ნესვითვის ტოლებში გივის სურს, პოლემიკა გამართოს: “ხილს ზაფხულში მივირთმევთ და რად ვეძახით საზამთროს?” ზოგმა რა...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026