kids.ge logo

ბეკეკუნას სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ბეკეკუნამ ბაღჩაში,
სულ შესანსლა ნეკერი,
გაზურთა მუცელი
და შეწყვიტა პეტელი.

ვაზის ძირში წამოწვა,
თვალიც მყისვე მილულა,
ნეკერი ესიზმრება,
თვალნათლივ მთლად ხილულად.

ფიქრობს ახლა დავნაყრდი,
თუნდ მომართვან სინითო,
ხვალისთვის შევინახავ,
ვახრამუნებ დილითო.

ძილში კარგა დრომ განვლო,
და მთვარეა მოწამე,
შიშით ზეზე წამოხტა,
თვალში უცქერის ღამე.

სიზმარიც დავიწყდა,
თავი მაღლა ასწია,
ციცქნა ზარის ჟღარუნით,
შინისაკენ გასწია.

სევ მოშიბია,
კვლავ გაბა პეტელი,
ნანობს როგორ არ ჭამა,
სიზმრად ნორჩი ნეკერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...ოპუნცია კაქტუსიყვავილნარის კუთხეში, აივანზე კატოსი, დგას უჩუმრად, ბუსხუნა, ოპუნცია კაქტუსი. იამ კაქტუსს დაუსვა, უცნაური ...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026