kids.ge logo

ბეკეკუნას სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ბეკეკუნამ ბაღჩაში,
სულ შესანსლა ნეკერი,
გაზურთა მუცელი
და შეწყვიტა პეტელი.

ვაზის ძირში წამოწვა,
თვალიც მყისვე მილულა,
ნეკერი ესიზმრება,
თვალნათლივ მთლად ხილულად.

ფიქრობს ახლა დავნაყრდი,
თუნდ მომართვან სინითო,
ხვალისთვის შევინახავ,
ვახრამუნებ დილითო.

ძილში კარგა დრომ განვლო,
და მთვარეა მოწამე,
შიშით ზეზე წამოხტა,
თვალში უცქერის ღამე.

სიზმარიც დავიწყდა,
თავი მაღლა ასწია,
ციცქნა ზარის ჟღარუნით,
შინისაკენ გასწია.

სევ მოშიბია,
კვლავ გაბა პეტელი,
ნანობს როგორ არ ჭამა,
სიზმრად ნორჩი ნეკერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭარბი წონააიწონა დაიწონა, ვისაცა გაქვთ ჭარბი წონა, ჭამეთ ხილი ბოსტნეული, ნუ გახდებით ტკბილის მონა....ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026