kids.ge logo

მომჩივანი დათვი

ზღაპარი

ფავორიტებში დამატება
თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:
-პატრულო! კი მაქვს ბატონო,
მე თქვენი დიდი ხათრი,

მაგრამ რაღა ვქნა არ ვიცი,
სამართლობით დავდნი,
ფუტკარი მჩაგრავს, მაწამებს,
ნერვილობით გავქრი.

ბზულა, ცხვირზე დამაჯდა,
ნესტარით მიწყებს ღიტინს,
ცხვირს მაცემინებს, მაცრემლებს,
არ წყვეტს ზუზუნს და ღიღინს.

მის სკაში დრუნჩი ჩავყავი,
რა ვქნა თუ მიყვარს თაფლი?
ტყულად კი არ მინდოდა,
ვაგროვე მისთვის წაბლი.

ბოროტი, ცხვირში შემიძვრა,
ნესტარს შიგ მასობს ხიჭვად,
ძუნწ ფუტკარს რად ენანება,
ჩემთვის თავისი ფიჭა?

უნდა ვუჩივლო, მიშველე,
გასამართლე ჩქარა,
ის გესლინი არსება,
ბზულა, მეტიჩარა.

დაკიდა დათვმა ყურმილი,
გაჩნდა ბზიკი პატრულად,
გასამართლა ორთავე,
სიტყვა თქვა მან მხატვრულად:

-თუკი, ფუტკარო დათუჩამ
მოგართვა გოდრით წაბლი,
შენც, ადექი და მიცი
კუთვნის ერთი სათლი.

რა ძალა ქონდა ბზულას,
დაწურა ფიჭა თაფლი,
ნას უყოფს და თვალს უკრავს,
გამართლებული დათვი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...მეურნე იმედამსურს მოგიყვეთ ამბავი, ფრიად გასაკვირი, ჰყავს ბიჭუნა იმედას, ყურპარტყუნა ვირი. განა მარტო ვირი ჰყავს, ძრო...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...თხაჩაიპარა თხა ვენახში, კიკინებდა ბეეე და ბეო, ვაზი მინდა რომ გავკვნიტო, და ნეკერით დავნაყრდეო. თხის კიკინი ...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026