kids.ge logo

უცოდინრობის წამალი

ფავორიტებში დამატება
დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,
წიგნებიც მისცა ფუთითა,
და კიდეც ათამაშებსა.

მეზღაპრემ როს შემოწმა ,
როგორ სწავლობენ ანბანსა,
არ მოწონა ცოდნა და,
დასხა, უყვება ამბავსა:

- უცოდინრობა სენია,
ის ემართებათ ზარმაცებს,
ლონდრეებს,მძინართ და არა,
ბეჯითებს, ცქვიტებს,მამაცებს.

განიკურნება ადვილად,
მე ვიცი მისი წამალი:
მოსწავლე უნდა დგებოდეს,
როცა იყივლებს მამალი.

სკოლაში ყური დაუგდოს
მან მასწავლებლის საბარს,
და არა თავის მეგობრებს
ფუჭი ბასი გაბას.

წეროს და წიგნი იკითხოს,
კითხოს ბევრზე ბევრიო,
მერწმუნეთ მალე გახდება,
მეწინავეთა წევრიო.

ბავშვებმა არც კი იციან,
ცოდინრობა სენია,
მას, მხოლოდ წიგნი განკურნავს,
ადვილად მოსარჩენია.

ფუთა გახსნა და ყველანი,
დასაჩუქრა წიგნებით:
-და როცა კვლავაც გეწვევით,
წარჩინებულნი იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...მეურნე იმედამსურს მოგიყვეთ ამბავი, ფრიად გასაკვირი, ჰყავს ბიჭუნა იმედას, ყურპარტყუნა ვირი. განა მარტო ვირი ჰყავს, ძრო...ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „უცოდინრობის წამალი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026