kids.ge logo

ბაყაყური

ფავორიტებში დამატება
გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
ძახიან - აქეთ მოდით,
საცურაო აზია.

რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.

უცნარი სახელებით
მოხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.

ბაყაყი ზის არხენად,
არ ათხოვა იხვებს ყური
- თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...მელიაყველა ამბობს - ტყუილში ვერვინ ჯობნის მელიას... თქვენი მოგონილია, რაც კი ჩემზე გსმენიათ. თუკი რამეს დაკარგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026