kids.ge logo

ბაყაყური

ფავორიტებში დამატება
გზის ნაპირას იხვებს ორმო
ნაჟური წყლით აუვსიათ,
ძახიან - აქეთ მოდით,
საცურაო აზია.

რა სჯობია წყალში ცურვას,
ქვეყნად რაა ამის ფასი?
რა სტილი გსურთ, შეგასწავლით:
ბატერფლაი, კროლი, ბრასი.

უცნარი სახელებით
მოხიბლა ყველა ირგვლივ
და სულ მალე ცურვის სწავლის
მსურველების დადგა რიგი.

ბაყაყი ზის არხენად,
არ ათხოვა იხვებს ყური
- თქვენს კროლსა და ბატერფლაის
მირჩევნია ბაყაყური!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანას გასაჭირითუკი დამაცემინა, დედა მაწვდის მაშინვე თერმომეტრს და იძახის: - შენი ფერი მაშინებს! გამიზომავს სიცხეს და ის...ფისო-დიასახლისიმზე როდესაც ამოვა, ფისო დადგამს სამოვარს. მერე ქადებს დააცხობს და მაგიდას გააწყობს. დაუძახებს კატუნებს, კ...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026