kids.ge logo

მუშის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფილი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრილი!..

თავი მოუკვდეს ზოგიერთს,
რომ იტაცებენ სხვისასა…
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.

ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცო?
რად გავიშავო პირი მე?
გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!

რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალები?
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..

რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!
თავი არ მომაქვს საკვეხნად,
თავდებად მაღლა ზეცა მყავს
და დედამიწა ამ ქვეყნად.

ვისაც ვინ უნდა უყვარდეს
სულ სხვაა ჩემი ტრფილი,
სანამდი მადლით დამყურებს
საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026