kids.ge logo

მუშური

ფავორიტებში დამატება
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;

დილის ნიავმა დაგქროლა,
ლერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ლერსით აგამწვანაო.

ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო.

გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო!

ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...

ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...ჩანგურიმე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს! ე...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026